რეზონანსი
(11.12.2022)

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ISFED-ის კვლევა „ანტიდასავლური კამპანია საქართველოში: ახალი აქტორები, მეთოდები და გზავნილები" მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.

„რა თქმა უნდა, როდესაც არის გარკვეული პოლიტიკური გზავნილები, რომლებიც ჟღერდება დეპუტატთა მსხვილი ჯგუფის მხრიდან, ეს, ბუნებრივია, საჭიროებს გაშუქებას მედიის მხრიდან. მედიამ უნდა გააშუქოს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის და ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის გზავნილები. აქედან გამომდინარე, ამის კრიტიკის საგნად ქცევა არის პირდაპირ გამოხატვის თავისუფლების და მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან", - აცხადებს კობახიძე.

„იმედის კვირა" ISFED-ის სოციალური მედიის ხელმძღვანელ ნინო გვალიას შეხვდა, რომელიც კვლევის „ანტიდასავლური კამპანია საქართველოში: ახალი აქტორები, მეთოდები და გზავნილები" ერთ-ერთი ავტორია. ანგარიში მხოლოდ „ქართულ ოცნებას" გამოყოფილ 4 დეპუტატს ეძღვნება და კვლევის დროს მხოლოდ 2 მედიასაშუალება - „იმედი" და „POSTV" არის გამოკვლეული, თანაც 1 თვის პერიოდში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე