რეზონანსი
(10.12.2022)

„ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს არა პოლიტიკური კულტურის და შიდა დემოკრატიის გაძლიერება, არამედ ძალთა განაწილება - ვინ უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებს მათი მხარდამჭერი ოლიგარქებისგან და ვის ექნება უფრო რადიკალური ნაბიჯების განხორციელების შესაძლებლობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესი დემოკრატიული არაა.

„ნაციონალურ მოძრაობაში" ძალაუფლებისთვის ბრძოლა მომდინარეობს. ეს არ არის დემოკრატიული პროცესი. ეს პარტია არ იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და შესაბამისად, აქ მიმდინარეობს არა პოლიტიკური კულტურის და შიდა დემოკრატიის გაძლიერება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ძალთა განაწილება - ვინ უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებს მათი მხარდამჭერი ოლიგარქებისგან და ვის ექნება უფრო რადიკალური ნაბიჯების განხორციელების შესაძლებლობა. როდესაც პარტიაში მიმდინარეობს არა შიდაპოლიტიკური კულტურის განვითარების, არამედ ძალაუფლების კონცენტრაციაზე ორიენტირებული პროცესი, ეს პარტიული განვითარებისთვის კარგი არ არის",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე