რეზონანსი
(10.12.2022)

ეს არის ლოგიკური დასასრული იმ რადიკალური დღის წესრიგისა, რომელიც მათ აქვთ. („ნაციონალურმა მოძრაობამ") იმდენი აჯანჯღარა ეს ქვეყანა, რომ საბოლოო ჯამში, თავად მოიშალნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, პრობლემაა არა „ნაციონალურ მოძრაობაში", არამედ იმაში, რომ ისინი ყველანაირად აცდენილები არიან, როგორც მოსახლეობის ინტერესებს, ისე ელემენტარული დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.

„ეს არის ლოგიკური დასასრული იმ რადიკალური დღის წესრიგისა, რომელიც მათ აქვთ. მათ იმდენი აჯანჯღარეს ეს ქვეყანა, რომ საბოლოო ჯამში, თავად მოიშალნენ. რაც შეეხება არჩევნებს, თუ ვის აირჩევენ, პრობლემაა არა ხელმძღვანელობაში, „ნაციონალურ მოძრაობაში", არამედ პრობლემაა იმაში, რომ ისინი ყველანაირად აცდენილები არიან როგორც მოსახლეობის ინტერესებს, ისე ელემენტარული დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. სანამ ამ პრობლემებს არ გადაჭრიან, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელმძღვანელი", - აღნიშნავს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე