რეზონანსი
(10.12.2022)

თბილისის მეტროსადგურები მგზავრებს დღეს უფასოდ ემსახურება. მიზეზი ე.წ. ტურნიკეტების მუშაობის ხარვეზია.

როგორც სატრანსპოეტო კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, ტექნიკური ხარვეზის გამო ე.წ. ტურნიკეტები არ მუშაობს და ამას რომ მგზავრთა ნაკადის გადაადგილებისთვის პრობლემა არ შეექმნა, მეტროპოლიტენის გადაწყვეტილებით, მოქალაქეები უფასოდ მგზავრობენ.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური უკვე მუშაობს. ე.წ. ტურნიკეტების გამართვის შემდეგ მგზავრები ჩვეულებრივ, შესაბამისი გადახდით იმგზავრებენ, მანამდე კი მათ გადაადგილებას პრობლემა არ შეექმნება.

წყარო: რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე