რეზონანსი
(10.12.2022)

ბელგიაში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ევა კაილი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. როგორც ცნობილი ხდება, ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტის ხელმძღვანელებთან დაახლოებულ კიდევ რამდენიმე პირის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, შედეგად დაკავებულია სულ მცირე 4 ადამიანი. საერთაშორისო მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქმე ეხება ყატარის ინტერესების ლობირებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ ჩატარებასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო გამოცემა "პოლიტიკო" წერს, რომ ჩხრეკისას ჯამში 600 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღეს, გამოცემა "ლე სოირ" კი, წყაროზე დაყდნობით წერს, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ევა კაილია, რომელიც საბერძნეთში სოციალისტური პარტია "პასოკის" წევრია.

საბერძნეთის პრესამ პარტია "პასოკის" განცხადება უკვე გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევა კაილი პარტიიდან კორუფციის ბრალდების გამო გარიცხეს. ბელგიის ფედერალური პროკურატურა, ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციას ივლისის შემდეგ იძიებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე