რეზონანსი
(09.12.2022)

ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და სამხედროების წვრთნის ევროკავშირის მისიაში მონაწილეობას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ ბულგარული გამოცემა BGNES ავრცელებს.

გადაწყვეტილებას 240-დან 148 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

უკრაინისადმი სამხედრო დახმარების სია ოფიციალურად გასაიდუმლოებულია, თუმცა დეკემბრის დასაწყისისთვის ბულგარეთის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრი, ნიკოლა სტოიანოვი ამბობდა, რომ საუბარია ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე.

თავისი გადაწყვეტილებით, ბულგარეთის ეროვნულმა კრებამ (პარლამენტმა) ასევე მხარი დაუჭირა ბელგიაში, პოლონეთსა და გერმანიაში უკრაინელი სამხედროების წვრთნის ევროკავშირის მისიაში ბულგარელი სამხედროების მონაწილეობას, ასევე უკრაინელი სამხედრო ექიმების ბულგარეთის ტერიტორიაზე მომზადებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე