რეზონანსი
(09.12.2022)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა თავდაცვისა და ენერგეტიკის საკითხები განიხილეს.

„რეგულარული დიალოგი მაქვს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან. დღეს განვიხილეთ ჩვენი „სამშვიდობო ფორმულის" იმპლემენტაცია და თანამშრომლობა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებისა და ენერგეტიკული სტაბილურობის კუთხით", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე