რეზონანსი
(09.12.2022)

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვასთან - "მთავარი არხის" ვებგვერდის ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

"მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე