რეზონანსი
(07.12.2022)

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ჩვენს ევროპულ გზაზე და პერსპექტივის გასაძლიერებლად, რეფორმების გასატარებლად უმნიშვნელოვანესია პარტნიორებთან შეხვედრა და არა მხოლოდ მათ მხარდაჭერაზე საუბარი, არამედ შინაარსობრივად მათი მხარდაჭერა რეკომენდაციებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაზე.

„ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, ვიცე-სპიკერის ძალიან თბილი დახვედრა და მისი თითოეული სიტყვა ცხადყოფდა, რომ ლუქსემბურგი არის ჩვენი პარტნიორი ევროპულ გზაზე. განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა იმ დროს, როდესაც ვსაუბრობდით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე“, - აცხადებს სამნიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე