რეზონანსი
(07.12.2022)

ლუქსემბურგის პარლამენტში მოვისმინეთ შეფასებები ივნისში ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ასევე მზაობა, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად გადადგას ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლუქსემბურგი საქართველოს ამ პროცესში მხარს დაუჭერს.

„ლუქსემბურგი ამ პროცესში იქნება მხარდამჭერი ქვეყანა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პოლიტიკურ დიალოგს ჩვენს კოლეგებთან ლუქსემბურგში. მოველით, რომ ისინი აქტიურად დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში წინსვლას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე