რეზონანსი
(06.12.2022)

ის რასაც საქართველო აკეთებს, არ უნდა იყოს საქართველოს ინტერესების და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„უკრაინული მხარე უარყოფს ნებისმიერ მცდელობას ქართული მხარის ომში ჩართვასთან დაკავშირებით. მოხარულები ვართ, რომ უკრაინის ოფიციალური პოზიცია არის ასეთი და უკრაინის ამჟამინდელი წარმომადგენლის მხრიდან ეს პოზიცია ფიქსირდება. თუმცა, ჩვენ გვაქვს უკრაინელი პოლიტიკოსების გამონათქვამები და სწორედ ამ გამონათქვამებზე დაყრდნობით კეთდება გარკვეული დასკვნები ქართულ საზოგადოებაში, რასაც აქვს ლეგიტიმური საფუძველი", - აცხადებს ბოჭორიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე