რეზონანსი
(06.12.2022)

ძალიან მაინტერესებს ევროკავშირის ახალი ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განმარტება ამ საკითხზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესდება ქართული მედია და აუცილებლად დასვამს კითხვას, რაშია საქმე?, - ამის შესახებ,,ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტთან -,,ეს ქვეყანა შენია" დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„ანუ ასე ღიად და დაუფარავად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, გაუგებარი წარმონაქმნები გვესაუბრებიან ავტორიტარიზმზე და ხალხს უტარებენ ტრენინგს? ეს ყველაფერი ევროკავშირის ეგიდით ხდება? კეთილი ინებოს ბატონმა ელჩმა და განმარტოს, არის თუ არა მისი ოფისის მიერ წახალისებული ეს უმსგავსობა, თუ არა, საჯაროდ გაემიჯნოს ამ ყველაფერს!", - წერს ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე