რეზონანსი
(06.12.2022)

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც შეკრებების და მიტინგების ჩატარება იკრძალება.

აქციების ჩატარება იკრძალება სამთავრობო შენობებთან, სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, უნივერსიტეტებთან, ეკლესიებთან, საავადმყოფოებთან, აეროპორტებთან, რკინიგზისა და ავტოსადგურებთან.

დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ რეგიონულ ხელისუფლებებს თავად შეუძლიათ სიას მათთვის სასურველი ადგილები დაამატონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში პუტინმა 50-მდე ახალ კანონს მოაწერა ხელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე