რეზონანსი
(06.12.2022)

„ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომისთვის ემზადება. ხუთ დღეში გაირკვევა, რა წესით აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი მიზანი ქვეყანაში არეულობის გამოწვევაა.

გიორგი ვოლსკის თქმით, ეს არის დაპირისპირებული ჯგუფების აყალ-მაყალი.

„ეს არის როლი სუბიექტისა, რომელიც ცდილობს როგორმე აურიოს და დესტაბილიზაცია მოახდინოს ქვეყანაში. სხვა ამ პარტიასა და მასში, შიგნით დაპირისპირებულ სუბიექტებს არანაირი სხვა რესურსი არ გააჩნიათ. ამ ადამიანებს სააკაშვილის ფაქტორი სჭირდებათ საკუთარი პოლიტიკური სპეკულაციების გასაღრმავებლად და მისი ჯანმრთელობა და ბედი არანაირად არ აინტერესებთ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე