რეზონანსი
(05.12.2022)

მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ოდესის რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, იერიშები განხორციელდა მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დაშავდა ორი ადამიანი.

მარჩენკოს განცხადებითვე, ამჟამად ოდესასა და ოლქის უმეტეს დასახლებებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე