რეზონანსი
(03.12.2022)

თვეების განმავლობაში დაგეგმვისა და მოლპარაკებების შემდეგ, რუსულ ნავთობზე ყველაზე სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი ძალაში შედის, თუმცა როგორი იქნება მისი ეფექტი, ჯერ კვლავ უცნობია.

თუმცა ცნობილი გახდა, თუ რა იქნება რუსული ნავთობის მაქსიმალური ფასი - პარასკევს ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რუსული ნედლი ნავთობის საფასო ჭერი ბარელზე 60 დოლარზე დააწესონ.

ევროკავშირის მიერ საფასო ჭერის დაწესება ენერგოკრიზისის გასამკლავებელი ერთ-ერთი მექანიზმია და ხელი უნდა შეუშალოს რუსეთს, გამოიყენოს ნავთობი პოლიტიკურ იარაღად. მოსალოდნელია, რომ იგივეს გააკეთებს G7-ის ყველა ქვეყანა.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათიდან ევროკავშირი აკრძალავს რუსეთში წარმოებული და ზღვით ტრანსპორტირებული ნავთობის იმპორტს. გამონაკლისი მხოლოდ ბულგარეთი იქნება, რომელსაც კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე