რეზონანსი
(02.12.2022)

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი უკრაინაში ომის შესახებ მკაფიო სურათს მომავალი გაზაფხულისთვის ელის.

„ახლა უკრაინა წინ მიიწევს და იბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, თუმცა რუსეთი სანაცვლოდ მიზანმიმართულად ურტყამს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, ცხოვრება რთულდება განსაკუთრებით უკრაინელებისა და ყველა ჩვენგანისთვის.

ვფიქრობ, გაზაფხულამდე გვექნება მკაფიო სურათი ცეცხლის შეწყვეტის, ზავის ან მოლაპარაკების შესახებ. თურქეთი გააგრძელებს თავის ძალისხმევას", - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე