რეზონანსი
(02.12.2022)

ოდესაში, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის რეგიონული დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე მომხდარი აფეთქების შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი სამართალდამცველი. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ავტოსადგომზე ყუმბარა აფეთქდა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ პატრულირებისას პოლიციამ ავტომანქანა გააჩერა. მათ საბარგულში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაინახეს და საგამოძიებო ჯგუფი გამოიძახეს. როდესაც ჯგუფი მივიდა, აფეთქება მოხდა. დაშავდა ხუთი სამართალდამცველი და სამი მშვიდობიანი მოქალაქე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე