რეზონანსი
(02.12.2022)

აქცენტი კეთდება უფრო არაძირითად საკითხებზე და რაღაცნაირად ცდილობენ შენიღბონ მთავარი ტრაგედია, რაც მათ სჭირთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.

„ისინი ცდილობენ თავიანთი ამბავი და წარუმატებლობა შენიღბონ და სხვა მიმართულებით გადატანით ცდილობენ ამის დაფარვას. სინამდვილეში „ჭირი თავს არ დამალავს" და ეს საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. თვალს ვადევნებთ აღსასრულს ამ მავნე პოლიტიკური სუბიექტის, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა ქართულ პოლიტიკაში", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

პოლიტსაბჭოს წევრები 11 დეკემბერს შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში". სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობა ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე