რეზონანსი
(30.11.2022)

როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა - „გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა ბიუჯეტის გაზრდის საშუალება. მათ შორის სოციალური ხარჯების სერიოზულად გაზრდის საშუალება".

„სხვადასხვა მიმართულებით არის სოციალური პაკეტები გაუმჯობესებული და ამის საშუალება მოგვცა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. მართალია სიღარიბე შემცირდა თვისებრივად, მაგრამ, 450 000 ადამიანი კვლაც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პაკეტები იყოს სათანადო და მაქსიმალურად გაზრდილი. სწორედ ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომელიც არის ასახული ახალ ბიუჯეტში", - აღნიშნა კობახიძემ.

გაზრდილი სოციალური ხარჯები, განათლება, ინფრასტრუქტურული პროექტები - ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირებული ვერსია პარლამენტშია. პირველი ვერსიისგან განსხვავებით, დაზუსტებულ ვარიანტში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი ბავშვების ფინანსური დახმარების ზრდაც.

2023 წელს ასევე იზრდება პენსიები, ჯარისკაცების, პოლიციელების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები. 2023 წლის ბიუჯეტი კანონმდებლებმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე