რეზონანსი
(28.11.2022)

რუსთავში სასტუმროსთან 20 წლის გოგო დაჭრეს. დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "მთავარ არხს" კლინიკის დირექტორმა განუცხადა, მას დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარეა და ჭრილობები მას გვიან ღამით მიაყენეს. უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. შსს-მ სავარაუდო დამნაშავე, უკვე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 18 წლის გოგო.

"მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე