რეზონანსი
(21.11.2022)

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა დაგმო.

„ტვიტერში" ზელენსკიმ დაწერა, რომ მან მაკრონს ინფორმაცია მიაწოდა ბრძოლის ველსა და უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე არსებული ვითარების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებითვე, ხაზი გაესვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის აუცილებლობას.

ოფიციალური პარიზის მიერ, სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, პრეზიდენტმა ზელენსკიმ საფრანგეთს მადლობა გადაუხადა უკრაინის არმიის უწყვეტი მხარდაჭერისთვის.

ამასთან, უკრაინის ლიდერის განცხადებით, მან და საფრანგეთის პირველმა პირმა უკრაინის ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა განიხილეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე