რეზონანსი
(21.11.2022)

ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.

თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ცხენს დაეჯახა, რის შემდეგაც სიმაღლიდან გადავარდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო: „ipn"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე