რეზონანსი
(21.11.2022)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რუსული დივერსიისგან უკრაინის ატომური ელექტროსადგურების დაცვა უზრუნველყონ.

აღნიშნული განცხადება უკრაინის პირველმა პირმა მადრიდში მიმდინარე ნატო-ს 68-ე საპარლამენტო ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას გააკეთა.

„ჩვენი ქვეყნები დაინტერესებული არიან, რომ არ მოხდეს რაიმე საშიში ინციდენტი ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე. ჩვენ ყველას გვჭირდება ბირთვულ ობიექტებზე გარანტირებული დაცვა რუსული დივერსიისგან", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ, ოფიციალური მოსკოვის „გენოციდის პოლიტიკის" გამო, ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე