რეზონანსი
(21.11.2022)

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მოწამლული - მისი ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავად მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი უარყოფს და ამბობს, რომ ინტოქსიკაციის შესახებ მას არცერთი უფლებადამცველისთვის არაფერი უთქვამს და "ამაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს".

კითხვაზე, არის თუ არა სააკაშვილი მოწამლული, კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელების წყარო მისთვის უცნობია.

"მე არ ვიცი, ვინ გაავრცელა მისი მოწამვლის შესახებ ინფორმაცია, არ ვიცი, რა ინფორმაციაზე მესაუბრებით.

ტოქსიკოლოგიურ კვლევას რაც შეეხება, არართგზის გვაქვს ჩატარებული, ახალი დასკვნა არ მიგვიღია. მივიღებთ დასკვნას, გავეცნობით და ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას.

კლინიკა აკეთებს მაქსიმუმს, მას უტარდება ყველა სახის მკურნალობა, რაც საჭიროა," - ამბობს ჩხაიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე