რეზონანსი
(21.11.2022)

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 90,8 ათასი ტონა, რაც1,7 ათასი ტონით ანუ 1,8%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92,5 ათასი ტონა) შედარებით. 

მიმდინარე წლის პირველი 10 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 49,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 54,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 19,6 ათასი ტონა (21,6%); თურქეთი - 16,1 ათასი ტონა (17,7%); თურქმენეთი - 3,3 ათასი ტონა (3,6%); რუსეთი - 2,5 ათასი ტონა (2,8%);

2022 წლის იანვარ-ოქტომბრის  თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 33,4 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით ანუ 6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (31,5  ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,4%  (33,2 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე