რეზონანსი
(21.11.2022)

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ დაიცავს თავის ახალ პლატფორმას Truth Social, რომელიც, მისი თქმით, უკეთესია მომხმარებლის ჩართულობით, ვიდრე „ტვიტერი“ და მუშაობს „ფენომენალურად კარგად“.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ „ტვიტერი“ დაზარალდა ბოტებით, ყალბი ანგარიშებით და კომპანიას უზარმაზარი პრობლემები შეექმნა.

დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ ანგარიში, რომელსაც 88 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, 2021 წლის 8 იანვარს, ძალადობის წაქეზების ბრალდებით აიკრძალა. „ტვიტერის“ ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა გამოკითხვა ჩაატარა, უნდა დაბრუნებულიყო თუ არა ტრამპი სოციალური მედიის პლატფორმაზე. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშის აღდგენას გამოკითხვაში მონაწილეთა 51 პროცენტმა მისცა ხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე