რეზონანსი
(16.11.2022)

ვალერი გრიგალაშვილი არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ „ნაცმოძრაობა" რაც იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არამცთუ არ შეცვლილა სასიკეთოდ, არამედ უარესობისკენ შეიცვალა, - განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.

„იმიტომ რომ როდესაც პროკურორი არის მხილებული სულხან მოლაშვილის წამებაში და ზოგადად მის მიმართ არასწორი ბრალდების წარდგენაში და საუბრობს შუასაუკუნეობრივ სანქციებზე, ბოძზე გაკვრაზე და ა.შ., ხომ წარმოუდგენია საზოგადოებას, რას იზამს „ნაციონალური მოძრაობა" მაშინ, თუ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში", - აცხადებს მაჭარაშვილი.

სულხან მოლაშვილის საქმის ყოფილი პროკურორი და თბილისის ყოფილი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი „ქართულ ოცნებას" თბილისში ბოძებზე გაკვრით ემუქრება.

„ხერსონში უკრებმა მოღალატეები ბოძებზე გააკრეს, ქოცების ჩამოცილების შემდგომ ათამდე ბოძი თბილისშიც დაგვჭირდება, - დაწერა „ფეისბუქზე" ვალერი გრიგალაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე