რეზონანსი
(16.11.2022)

აღნიშნულის შესახებ დათუკიშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, ის პარტიასთან ერთად ტოვებს „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს, ქალთა ორგანიზაციის თბილისის თავმჯდომარის პოზიციას, ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის საბჭოს.

დათუკიშვილის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატად ისეთი პირი დასახელდა, „რომლის ღირებულებები, წარსული საქმიანობა, განათლების დეფიციტი და კიდევ უამრავი თვისება" მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ მექნებოდა რეაქცია იმის მიხედვით, ვინ და რა ღირებულებების მქონე პირი დასახელდებოდა ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად. რადგან ახლა ვნახე, რომ დასახელდა პირი, რომლის ღირებულებები, წარსული საქმიანობა, პარტიიდან წასვლა და პარტიაში დაბრუნება-გამოვაჭრება, ყალბი პათოსი, მატერიალური და არამატერიალური სიხარბე, განათლების დეფიციტი, და კიდევ უამრავი თვისება, რომელიც პოლიტიკაში მყოფ პირს არ უნდა ჰქონდეს, არა თუ პარტიის ლიდერს, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, რასაკვირველია, დაინტერესების შემთხვევაში, თითოეულ ამ ჩამონათვალზე კონკრეტული ფაქტებით შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ამჯერად აქ შევჩერდები და მივმართავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას", ჩემი „ფეისბუქსტატუსი" მიიღეთ ოფიციალურ განცხადებად: ვტოვებ პარტია ენმ-ს, ვტოვებ ენმ-ის პოლიტსაბჭოს, ვტოვებ ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის თბილისის თავმჯდომარის პოზიციას, ვტოვებ ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის საბჭოს.

დიდი ბოდიში მანამდე დასახელებულ კანდიდატებთან, ცხადია, მატერიალურ- ინფრასტრუქტურული რესურსი ორ კანდიდატთანაა თავმოყრილი,(ჩემთვის ორივე კატასტროფაა) მრავალფეროვნებაც ანტურაჟისთვისაა, რეალურად კი, ეს მასკარადი უკავშირდება გავლენის მოპოვებას - ვინ დაწერს 2024-ის სიებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მიშა თავის თავს თვითონ გამოიხსნის, ყალბი გულშემატკივრების დახმარების გარეშე", - წერს დათუკიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე