რეზონანსი
(16.11.2022)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ გუშინ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინული არ იყო. ამის შესახებ მან დღეს კიევში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჩვენი რაკეტა არ იყო", - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მან ამ ინციდენტთან დაკავშირებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისა და საჰაერო ძალების ანგარიშები მიიღო და "არ შეუძლია მათ არ ენდოს".

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა უნდა დაიშვას ინციდენტის ადგილზე.

„გვაქვს უფლება საგამოძიებო ჯგუფში ვიყოთ? რა თქმა უნდა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე