რეზონანსი
(16.11.2022)

"ინფორმაცია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოგდებული რაკეტა რუსული არ იყო, ბევრს არაფერს ცვლის," - ამის შესახებ განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონმა გააკეთა.

მისივე განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მაინც მთლიანად რუსეთს ეკისრება, იმ შემთხვევაშიც, თუ ჩამოგდებული რაკეტა უკრაინული იყო.

დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ რაკეტა, რომელმაც პოლონეთში მომაკვდინებელი აფეთქება გამოიწვია, რუსული არ იყო. რადგან, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოსკოვია უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ინიციატორი" - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საზღვრიდან 6 კილომეტრის მანძილზე, პოლონეთის ტერიტორიაზე, გუშინ საღამოს S-300 ტიპის რაკეტა ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით პოლონურმა მხარემ გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე