რეზონანსი
(15.11.2022)

საქართველოს პარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს, პროგრესი არსებობს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აკმაყოფილებს 12 რეკომენდაციას. მიმაჩნია, რომ დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ „კი“ - ეთქვას საქართველოს. კარგად ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასაშუალებასთან france info-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა: რას ეტყვით ევროპულ კომისიას, რომელმაც პირობა დადო, რომ ყურადღებით მიადევნებდა თვალს ცვლილებებს.

პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოსაც საერთაშორისო თანამეგობრობისგან უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.

„დიახ, ჩემი გზავნილი დღეს სწორედ ესაა! როგორც იცით, საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ამისთვის იყო მიზეზები, ბოლო პერიოდში რეფორმებმა დააგვიანეს, რადგან მანამდე საქართველოს მისწრაფება ევროპისკენ ვიტყოდი, რომ უშეცდომო იყო. ჩვენ გვაქვს ვადები, თუმცა დღეს ეს საკითხი სტრატეგიული გახდა; ახლა, როდესაც უკრაინა იგებს, საერთაშორისო სოლიდარობა უცვლელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ არის ნაცრისფერი ზონა, რომელთან დაკავშირებითაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, ნაკლებად მიზანდასახულები არიან, სადაც ის ადვილად აინაზღაურებდა ცოტაოდენ სიამაყეს, რომელიც დაზარალდა დღეს უკრაინაში, რადგან საქართველო უკრაინაზე ბევრად პატარაა, ნაკლები სამხედრო, ადამიანური რესურსი და ტერიტორიის სიღრმე აქვს და ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია, სტრატეგიულად...

მე ვთვლი, რომ ეს [გეოგრაფიული საკითხი] უკან დარჩა, ეს ასე იყო გარკვეული წლების განმავლობაში. ახლა, როდესაც ევროკავშირმა მისცა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, მან მისცა ევროპული პერსპექტივა სამივე ქვეყანას და ეს არის პასუხი. ევროპული პერსპექტივა ნიშნავს იმას, რომ გეოგრაფიული კრიტერიუმები, გეოგრაფიული შეზღუდვები აღარ მოქმედებს, მსოფლიო პატარავდება და საქართველო ხდება მთავარი წერტილი ამ ახალ, სატრანზიტო გზაზე, რომელიც აუცილებელია ევროპის (ენერგიისათვის) კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან დასაკავშირებლად. შავი ზღვა გახდა სრულიად ევროპული ზღვა და ეს ევროპული ზღვა არის დასაცავი რუსული თავდასხმისგან, დანაღმვისგან, რაც რეალობა და დიდი პრობლემაა, როდესაც ვფიქრობთ ყველა იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომლებიც დაგეგმილია შავ ზღვაში“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, რაც უკრაინაში ახლა მიმდინარეობის ნაცნობი სიტუაცია იმის გამოკლებით, რომ ამჯერად „საერთაშორისო თანამეგობრობა იღვიძებს“.

„არა მხოლოდ 15 წლის წინ, საქართველოზე რეგულარულად ხორციელდებოდა რუსეთის შემოტევები, ეს ძალიან აქტუალურია. 2008 წელს მოხდა ომი, მას შემდეგ ტერიტორიები ოკუპირებულია, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, რაც გულისხმობს სამხედრო ბაზების არსებობას, მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება... [საქართველოს] ტერიტორიაზე რუსული ბაზები, ზოგიერთი მათგანი დედაქალაქიდან 30-იოდე კილომეტრში, ეს ძალიან ახლოსაა.

დღესდღეობით ამ ტერიტორიაზე სიმშვიდეა, ეს არის სიმშვიდე ქარიშხლის შემდეგ, ან ქარიშხლამდე. მაგრამ ძალიან რთული მდგომარეობაა ადამიანის უფლებების კუთხით, მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების კუთხით (კოვიდის დროს), მუდმივად ხდება იმ ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც საოკუპაციო ხაზს უახლოვდებიან, რომელიც რეალურად, იურიდიულად არ არსებობს. მათ აგზავნიან ციხეებში და ჩვენ გვიჭირს იმის დადგენა, თუ რა ბედი ეწიათ მათ. ამ სიტუაციას კარგად ვიცნობთ და როდესაც ვხედავთ რომ ეს მეორდება უკრაინაში, ეს ჩვენთვის ნაცნობი სიტუაციაა და ამჯერად, როდესაც ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა იღვიძებს, ეს ძალიან კარგი ამბავია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე