რეზონანსი
(15.11.2022)

პოლიტიკური კრიზისი და დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში". დღის მეორე ნახევარში პარტიაში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც არჩევნების ჩატარების წესზე და თარიღზე იმსჯელებენ.

როგორც პარტიის წევრები ამბობენ, სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ არჩევნებმა სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩაიაროს. საბოლოოდ წარმოდგენილი თავმჯდომარეობის მსურველი კანდიდატები კი, წინასაარჩევნო კამპანიებს გამართავენ, შეხვდებიან მოსახლეობას, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.

"სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომ შეიმუშაოს სამართლიანი წესი, რათა სამართლიანად წარიმართოს არჩევნების პროცესი. კანდიდატებს ექნებათ საშუალება ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანიები. ჩვენი მხარდამჭერები შემდგომში უკვე გააკეთებენ არჩევანს," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დილიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე