რეზონანსი
(15.11.2022)

"ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამორიცხავენ, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას. ამ თემასთან დაკავშირებით პარტიის წევრმა ზვიად კუპრავამ ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის და მისი სასამართლოს თემიდან ყურადღების გადატანა არ უნდა მოხდეს.

"მე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნამდვილად არ მიმაჩნია და არ ვთვლი, რომ დღეს ეს საკითხი უნდა იდგეს დღის წესრიგში, მაშინ როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის იმ ვითარებაში რა ვითარებაშიც არის. დღეის მდგომარეობით არ გამოვრიცხავ რომ დღის წესრიგიდან მოიხსნას არჩევნების საკითხი, ვინაიდან ნამდვილად არ არსებობს დღეს იმის აუცილებლობა, რომ მოცემულ სიტუაციაში, როცა თვის ბოლოს უნდა ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სადაც გადაწყდება მიხეილ სააკაშვილის საკითხი, მოხდეს ამ თემის გადატანა," - განაცხადა კუპრავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე