რეზონანსი
(15.11.2022)

ერთადერთი კრიტიკული გზავნილი, რაც შეიძლება არსებობდეს არის ის, რომ ოპოზიციის ნაწილი არის რადიკალიზმში არის გადასული და 12 პუნქტთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე პროცესში არ მონაწილეობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეი ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

„ევროკომისრის ვიზიტი მნიშვნელოვანია და პარლამენტში გვექნება ოპოზიციასთან ერთად შეხვედრა, გვექნება საუბარი იმაზე, თუ რას აკეთებს პარლამენტი იმისთვის, რომ რეკომენდაციები შესრულდეს. ჩვენ რა თქმა უნდა მისგან გვაინტერესებს, როგორია მისი ხედვა იმ გრაფიკთან დაკავშირებით, რომელსაც მოველით, რომ ევროკომისიამ შეაფასოს ჩვენი წინსვლა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ჩვენ საკმაოდ მჭიდრო გრაფიკით გადავწყვიტეთ მოქმედება იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ნაწილი შევასრულოთ და შემდეგ უკვე ევროკავშირს ვთხოვოთ, რომ შეაფასოს ჩვენი საქმიანობის შედეგები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე