რეზონანსი
(15.11.2022)

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოშია. ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართავს. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებების შემდეგ, ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. დაგეგმილია ასევე აუდიენცია პარლამენტის თავმჯდომარესთან.

თბილისში უკვე კეთდება შეფასება, რომ ოლივერ ვარჰეის ოფიციალური ვიზიტი - ეს არის პირველი ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ივნისში ევროპული პერსპექტივა მიიღო. ვიზიტის ფარგლებში, მოხდება ევროკომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაციის და ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხილვა. მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკომისარს უკვე ელოდებიან.

ამასთან,ევროკავშირის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი პრეზიდენტსაც შეხვდება. 

"ეს არის პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ივნისში ევროპული პერსპექტივა მიიღო. არსებობს ვიზიტის ორი ძირითადი მიზეზი. პირველი არის 12-რეკომენდაციასთან და მის განხორციელების გზასთან დაკავშირებული განხილვა, მეორე მიზეზი კი არის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ჩვენს პროექტებთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკის განვითარება ევროკავშირის მხარდაჭერით.

ეს ეხება მდგრადობას, დაკავშირებულობას, ციფრულ და მწვანე ეკონომიკას. ყველა ეს საკითხი განიხილება დღეს და ხვალ. ძალიან დატვირთული პროგრამა გვაქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით. ჩვენ ასევე შევხვდებით პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს. გვექნება შეხვედრები პარლამენტში ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს," - აცხადებს  პაველ ჰერჩინსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე