რეზონანსი
(15.11.2022)

მოძრაობა "აი ია"-ს დამფუძნებელი ვატო შაქარაშვილი, ყოფილი დეპუტატის, მაია ნადირაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. შაქარაშვილის გაღიზიანება ნადირაძის მიერ პოლიტიკური პროცესების შეფასებას მოჰყვა, სადაც მან გირგვლისნის საქმე სტატისტიკურ მაჩვენებლის კონტექსტში მოიხსენია.

"არ ვიცი, რა ქვია ამას? უსინდისობის, უსისხლობის, არაადამიანობის მწვერვალი. არ მყოფნის სიტყვები…

ეს არის მთლიანად ნაცმოძრაობის, მათი მხარდამჭერების (ქვეყნის შიგნით თუ გარეთ) მორალური სახე!" - წერს შაქარიშვილი.

მაია ნადირაძემ წინა ხელისუფლების საქმიანობის და საზოგადოების რეაგირების შეფასებისას განაცხადა:

"უნდა ჩამოგეხრჩოთო, სააკაშვილი უნდა დაგეკიდათ ფეხებითო - ამას ითხოვდნენ. ყველაფერი ხომ თვლადია. ერთი გირგვლიანზე თუ კიდევ ვიღაცას ამბობენ ხოლმე ერთს, მას მერე კიდევ რამდენი მოხდა, რატომღაც ის ხალხი ასე არ რეაგირებდა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე