რეზონანსი
(14.11.2022)

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ის ომში არ გაიმარჯვებს, ხოლო გამარჯვების პარამეტრებს კი თავად უკრაინა განსაზღვრავს.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას [ომში] მის გამარჯვებამდე. ეს გამარჯვება უკრაინის მიერ განსაზღვრულ პარამეტრებს დაეფუძნება. ქვეყანა, რომელიც ნადგურდება, უკრაინაა. ისინი, ვინც იყინებიან, უკრაინელები არიან. რამდენიმე მილიონი ადამიანი, ვინც უკრაინა დატოვა, უკრაინელია. ომის მსხვერპლნი უკრაინელები არიან. ასე რომ, უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ", - აღნიშნა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე