რეზონანსი
(14.11.2022)

ძალიან მნიშვნელოვანია ევროკომისრის ვიზიტი საქართველოსთვის. ეს გამოხატავს ევროკომისიის და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესს, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოლივერ ვარჰეისთან განხილული იქნება ეკონომიკური ურთიერთობების წინ წაწევის პოტენციალს, ევროკომისიის შეფასებებს და ევროინტეგრაციის გზაზე წისვლის საკითხის.

„ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებლობა გვექნება უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, ეკონომიკური თანამშრომლობა. საქართველოს აქვს ამბიცია გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ ყურადღებით ვასრულებთ ევროკომისიის რეკომენდაციებს. საქართველო ასრულებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რაც არის ერთგვარი გზამკვლევი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. კარგი შესაძლებლობაა ევროკომისართან განვიხილოთ ყველა საკითხი, რაც საქართველოსა და ევროკავშირის წინ დგას. განვიხილავთ ეკონომიკური ურთიერთობების წინ წაწევის პოტენციალს, ევროკომისიის შეფასებებს და ევროინტეგრაციის გზაზე წინ წასვლას", - აცხადებს ბოჭორიშვილი.

15 ნოემბერს ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს ეწვევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე