რეზონანსი
(14.11.2022)

რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში ყოველკვირეულად დაახლოებით 150 ადამიანი კვდება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქალაქში ომამდელ პერიოდთან შედარებით 4-5 ჯერ არის გაზრდილი.

ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქო საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

„მარიუპოლში ყოველკვირეულად დაახლოებით 150 ადამიანი კვდება ანუ 25 ადამიანი ყოველდღიურად. ბავშვები თითქმის არ იბადებიან. ოკუპაციის პირობებში ქალაქი კვდება. სიკვდილიანობის დონე გაზრდილია 4-5 ჯერ, ომამელ პერიოდთან შედარებით", - ნათქვამია საქალაქო საბჭოს განცხადებაში.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყოველკვირეულად მარიუპოლში 5-6 ბავშვი იბადება, რუსეთის ძალების ფართომასშტაბიან შეჭრამდე ეს მაჩვენებელი 50-ს შეადგენდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე