რეზონანსი
(14.11.2022)

დონეცკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში კვირაში დაახლოებით 150 ადამიანი იღუპება. მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ ქალაქში სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 4-5-ჯერ გაიზარდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წინა მაჩვენებელთან შედარებით.

„მარიუპოლში კვირაში დაახლოებით 150 ადამიანი იღუპება. ეს არის თითქმის 25 ადამიანი ყოველდღიურად. ბავშვები თითქმის არასოდეს იბადებიან. ქალაქი კვდება ოკუპაციის შედეგად", - ნათქვამია მოხსენებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე