რეზონანსი
(14.11.2022)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ცვლის რეგულაციას ჯარში სამსახურის პროცედურის შესახებ - ახლა ეს შესაძლებლობა მიიღეს უცხოელებმა. „რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.

„ეს დებულება განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის გავლის წესს მშვიდობიანობის დროს იმ მოქალაქეების მიერ, რომლებსაც აქვთ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა, ან ბინადრობის მოწმობა, ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქალაქის მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, მოქალაქეობის არმქონე პირებს ექნებათ შესაძლებლობა იმსახურონ რუსეთის ჯარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე