რეზონანსი
(14.11.2022)

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განთავისუფლებულ ხერსონში რუსი ჯარისკაცი დააკავა, რომელიც თავს ადგილობრივად ასაღებდა.

უწყების ცნობით, რუსი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო ფორმაში იყო გამოწყობილი.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, მამაკაცმა აღიარა, რომ ის რუსეთის შეიარაღებული ძალების 69-ე ცალკეული ბრიგადის ჯარისკაცი იყო.

უკრაინულმა მხარემ დაადგინა, რომ მისი ამოცანა ხერსონში ინფორმაციის შეგროვება, და დივერსიის განხორციელება იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე