რეზონანსი
(14.11.2022)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომელმაც საქართველოს მიერ კანდიდატის სტასუსის არმიღების შემთხვევაში ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოსვლა დააანონსა.

„ჯერ პაატა მანჯგალაძე ვინ არის, მერე მის დაძახებულზე ასი ათასი კაცის გამოსვლა კი არა, პაატა მანჯგალაძეს გადაეცით, ჯერ თავის დაბადების დღეზე რესტორანში ასი კაცი შეკრიბოს და მერე დაუძახოს ხალხს აქციაზე", - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, როცა დოკუმენტურად გვექნება დადასტურებული, რომ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში უნდა გავიდეთ და მოვთხოვოთ პასუხი ხელისუფლებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე