რეზონანსი
(14.11.2022)

ევროპას სჭირდება ახალი პარადიგმა უკრაინის მხარდასაჭერად და წარმატების მისაღწევად. ომის დაწყებიდან 9 თვე გავიდა და ჯერ საომარი მოქმედებები უკრაინის გამარჯვებით არ დასრულებულა, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ. მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლურ სამყაროს, საერთაშორისო თანამეგობრობას საკმარისი არ გაუკეთებია.

„პირველი და უმნიშვნელოვანესი სამხედრო დახმარებაა. მეორე - ევროკავშირის სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. რუსეთმა ომის დროს უდიდესი შემოსავალი მიიღო ნავთობზე და გაზზე მაღალი ფასების გამო. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება სანქციების შემდეგი პაკეტი და სანქციების მიმართ ახალი მიდგომა. ასევე საჭიროა, უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა. ევროპამ უნდა შეასრულოს გაცემული პირობა და მოემზადოს დამატებითი ფინანსური დახმარების გასაწევად", - აცხადებს მინისტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე