რეზონანსი
(14.11.2022)

უნდა გავაგრძელოთ რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა. რუმინეთი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ ახალი და უფრო მეტი შეზღუდვის დაწესებას, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან ერთად სანქციები უნდა გაგრძელდეს ბელორუსის წინააღმდეგაც.

„რუმინეთმა გააძლიერა მოლდოვას დახმარება. მივესალმებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელზეც განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა და გულისხმობს მოლდოვას ენერგოსექტორისთვის ფინანსური დახმარების გაწევას. აპრილში მოლდოვას დახმარების პლატფორმა შეიქმნა რუმინეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ძალისხმევით. ეს პლატფორმა საშუალებას გვაძლევს მოლდოვას დახმარება გავზარდოთ. რუმინეთი წინადადებით გამოდის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დეკემბრის სხდომაზე,მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით განვიხილოთ მოლდოვაში არსებული ვითარება. რუმინეთს პოლონეთთან შვედეთთან ერთად და ჩეხეთის თავმჯდომარეობის მონაწილეობით გვექნება შემდეგ სხდომაზე სამუშაო საუზმე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაზე და როგორ განვაახლოთ მიდგომა ამ ინიციატივის მიმართ. ამ მიდგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინიციატივის მონაწილე ქვეყნების მხარდასაჭერად", - განაცხადა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე