რეზონანსი
(14.11.2022)

საგარეო ვალთან დაკავშირებით ქვეყანას აქვს დიდი პროგრესი, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც იცით, საგარეო ვალის მოცულობა, რომელმაც გადააჭარბა 60%-იან ნიშნულს, გასულ წელს და უკვე მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად მოხდა მისი შემცირება. მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს და დაახლოებით 39,5%-ის ფარგლებში იქნება. დაახლოებით 20 პროცენტული პუნქტით იქნება შემცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვნად მოხდა ამ მიმართულებით კონსოლიდაცია", - განაცხადა ხუციშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე