რეზონანსი
(14.11.2022)

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,03 ათასი ტონა, რაც 2,42 ათასი ტონით, ანუ 15,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (15,61 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 3,71 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 3,32 ათასი ტონა (18,4%); რუსეთი - 1,99 ათასი ტონა (11%);  გერმანია - 1,91 ათასი ტონა (10,6%) და სხვ.

2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 105,4 ათასი ტონა, რაც 31,9 ათასი ტონით ანუ 43,4%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (73,5 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში  საავიაციო ნავთის იმპორტის 55,4%  (58,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 20,7% (21,8 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან,  16,9% (17,8 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 4,5% (4,8 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან, 2,5% (2,6 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან;   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე