რეზონანსი
(14.11.2022)

ევროკავშირის დასკვნა გვექნება შემდეგ შემოდგომას, ანუ 2023 წლის შემოდგომაზე მივიღებთ პასუხს და როგორც ჩანს, ვაშაძეს აერია შემოდგომა და ცხელ შემოდგომაში 2023 წლის შემოდგომა იგულისხმა და შეიძლება იმისთვის ემზადებიან, - განაცხადა „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა.

„სერიოზულად მე არ მესმის რას აკეთებენ საბოლოო ჯამში. მგონი უბრალოდ იდეა დააკლდათ და ასე მექანიკურ გაერთიანებას და რაღაც იდეას აჩენენ ევროინტეგრაციის რაღაც თავისებურ ხედვის სახით. არ მგონია, რომ ამას რაიმე განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდეს. მგონი ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ოპოზიციის მხარეს რა პასუხისმგებლობაცაა, ის ჩვენს თავზე ავიღოთ და გავაკეთოთ. თუ საბოლოო ჯამში მართლაც ცუდად დასრულდა პროცესი და არ მივიღეთ სტატუსი „ქართულ ოცნებას" გადავაბაროთ პასუხისმგებლობა, მაგრამ თუ ჩვენ ჩავშალეთ აქეთა მხრიდან პროცესი, მერე უკვე ვერავის ვერ დავადანაშაულებთ და არც მიტინგი შეიკრიბება და არც წარმატება გვექნება 2024 წლის არჩევნებზე", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ევროპული რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობს, ქუჩის აქციებისთვის ემზადება. პროტესტის დაწყებამდე კი აანონსებენ, რომ მათთვის ბრიუსელის პოზიცია ცნობილია. კერძოდ, მათი მტკიცებით, ქვეყანა მომავალ წელს ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ევროპული დავალების შესრულების პროცესშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე