რეზონანსი
(14.11.2022)

უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის შედეგები, რაც პარტიის წინაშე დგება, კანონზომიერია.

სარჯველაძის შეფასებით, პარტიის წევრებს „დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ".

„ნაციონალური მოძრაობა" ბევრს საუბრობდა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ სერიოზული პრობლემების შექმნას შეძლებდნენ, აქა-იქ ვიღაც საუბრობდა საბოტაჟზე, ცხელ შემოდგომაზე და ა.შ. როგორც ჩანს, დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ. ეს არის მოცემულობა, რომელიც გვაქვს.

იმდენად მწვავედ განიცდიან კრახს და მარცხს საზოგადოებისთვის შეთავაზებული მცდარი პოლიტიკით, ფაქტია, რომ რეალურად აღარ დარჩათ რესურსი, რომ პარტიაში არსებული პრობლემები შენიღბონ. რა შედეგებიც „ნაციონალური მოძრაობის" წინაშე დგება, კანონზომიერია.

მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური რეზულტატი და მარცხი, ფიასკოთი დასასრული იმ პარტიის, რომელიც საქართველოში „შემოქმედია" ბევრი მანკიერი პროცესის", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე